KARGO DELIVERY

რას ნიშნავს კრაფტ ლუდი და ვინ აწარმოებს საქართველოში უნიკალური რეცეპტურის ლუდებს?

ყვე­ლამ იცის, რომ ერთი ჭიქა ღვი­ნო სა­სარ­გებ­ლოა, თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ არა­ნაკ­ლებ სა­სარ­გებ­ლოა ერთი ჭიქა ლუ­დიც. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ნა­ტუ­რა­ლურ, და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე გა­კე­თე­ბულ პრო­დუქ­ცი­ას ეხე­ბა. თუმ­ცა რო­მე­ლია ნა­ტუ­რა­ლუ­რი ლუდი? ინ­დუსტრი­უ­ლი ლუ­დე­ბი პას­ტე­რი­ზა­ცი­ით მზად­დე­ბა და მათ სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა­ზე გა­დაჭ­რით სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია. მე­ო­რე მხრივ, არ­სე­ბობს კრაფტ ლუდი, რო­მე­ლიც ზედ­მე­ტი და­ნა­მა­ტე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­რე­შე მზად­დე­ბა და 100%-ით სუფ­თა პრო­დუქ­ტია. კრაფტ ლუ­დის კულ­ტუ­რა 1950-იანი წლე­ბი­დან აშშ-ში და­ი­წყო და დღეს მას ლუ­დის ბაზ­რის და­ახ­ლო­ე­ბით 20% უკა­ვია. ტექ­ნო­ლო­გე­ბი ამ ტი­პის ლუდს სა­წყი­სებ­ში დაბ­რუ­ნე­ბას უწო­დე­ბენ.

კრაფტ ლუდი ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­შიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რი გახ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არო­მა­ტე­ბი­თა და პო­პუ­ლა­რო­ბით კი ლუდ­სა­ხარ­ში „ჩემო კარ­გი“ სარ­გებ­ლობს, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის მომ­ხმა­რე­ბელს 5 ტი­პის კრაფტ ლუდს სთა­ვა­ზობს.

„კრაფტ ლუდი პირ­და­პი­რი გა­გე­ბით არის ხელ­ნა­კე­თი. ეს ნიშ­ნავს, რომ მის წარ­მო­ე­ბა­ში მეტი ენერ­გია, მონ­დო­მე­ბა და ემო­ცია არის ჩა­დე­ბუ­ლი. ინ­დუსტრი­უ­ლი ლუ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში საქ­მეს და­ნად­გა­რი აკე­თებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ტექ­ნო­ლო­გი, ლუ­დის მხარ­შა­ვი ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი ხე­ლით ქმნის. მათ ქი­მი­კო­სე­ბი და ალ­ქი­მი­კო­სე­ბიც კი შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დო. კრაფტ ლუ­დის მწარ­მო­ებ­ლე­ბი ხა­რისხზე უფრო მე­ტად არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე გა­ყიდ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ არის ის გან­სა­კუთ­რე­ბით ხა­რის­ხი­ა­ნი და გემ­რი­ე­ლი. კრაფტ ლუ­დის ის­ტო­რია კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში 1950-იან წლე­ბი­დან იწყე­ბა, რო­დე­საც ინ­დუსტრი­ის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­და­კე­თე­ბა მოხ­და. შე­იც­ვა­ლა სტან­დარ­ტე­ბი, ჩა­მო­ყა­ლიბ­და შიდა სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც მო­ე­დო მთელს მსოფ­ლი­ოს. ჯერ აი­ტა­ცა დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა, შემ­დეგ კი მთელ­მა­ევ­რო­პამ და მათ შო­რის,სა­ქარ­თვე­ლო­მაც. შე­მიძ­ლია, თა­მა­მად გი­თხრათ, რომ ლუდი და­უბ­რუნ­და თა­ვის სა­წყი­სებს და მის ის­ტო­რი­ა­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო,“- გან­მარ­ტავს „ჩემო კარ­გოს“ მთა­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გი გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე.